მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყეს
18 ნოემ 2013
 
სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრიორიტიტულობაზე ესაუბრა. გიორგი მიშელაძემ კოოპერატივების შექმნის ტექნიკურ საკითხებზე და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ შეაღავათებზეც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ანალოგიურ შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავენ. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. ხელისუფლებამ ფერმერთა ნებაყოფლობითი, სარგებელზე ორიენტირებული კოოპერაციის განვითარება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აირჩია, რადგან კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს: სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;  მიწების გამსხვილებას, კონსოლიდაციას; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი (საჩუქარი); განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო ხელმისაწვდომია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შემოსავალი მეტი აქვთ, ხარჯი კი ნაკლები, რადგან დანახარჯები რამდენიმე სუბიექტზე ნაწილდება. {AG}18.11.2013-kooperativebi-shexvedra-marneulis-gamgeobashi{/AG}  
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3135
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2037
სექ 19 სამ 2023
2308
ივლ 05 ოთხ 2023
2456
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031