მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით აქცია–კონცერტი გაიმართა
01 დეკ 2018
 

30 ნომებერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინიციატივითა და მარნეულის მერიის მხარდაჭერით გაიმართა აქცია/ კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი მომღერლები – თემო საჯაია, გია ნიკოლაძე, რეზო და ბავშვები და ნინო ბაშარული.

აღნიშნული ღონისძიება, კრიზისული ცენტრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ასევე ძალადობისგან დაცვის საკონსულტაციო ცხელი ხაზის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა, რომლის დროსაც დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და ბუშტები ცხელი ხაზის გამოსახულებით.

აღსანიშნავია, რომ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, მარნეულში ხსნის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზიულ ცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე.

ღონისძიებას ადგილობირივ ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4408
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1951
სექ 19 სამ 2023
2222
ივლ 05 ოთხ 2023
2352
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930