მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
14 ნოემ 2018
 

დღეს მარნეულში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე, მონაწილეებმა  განიხილეს ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა, ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და მშვიდობის მიღწევისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით რეგიონში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით, 16 ნოემბერს აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4292
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1948
სექ 19 სამ 2023
2221
ივლ 05 ოთხ 2023
2350
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930