მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ჟვანიას სკოლის ინიციატვით სოფელ თაქალოში ქართული ენის ღია გაკვეთილი ჩატარდა
11 აგვ 2017
 

2017 წლის 11 აგვისტოს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის ბ1 დონის მსმენელთა ჯგუფთან ღია გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „სად და როგორ ვატარებთ თავისუფალ დროს?“.
გაკვეთილის მიზანი იყო კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება სახელმწიფო ენის სწავლების დროს. გაკვეთილის ფარგლებში მსმენელებმა წარმოადგინეს თავისუფალ დროსთან დაკავშირებული პრეზენტაციები და სკოლის მიერ ორგანიზებული თავისუფალი დროის გატარების ამსახველი ფოტოკოლაჟი. გაკვეთილს ესწრებოდნენ გამგების თანამშრომლები, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განვითარების კონსულტანტები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელები, სკოლის დირექტორი და ადგილობრივი პედაგოგები.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5984
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1950
სექ 19 სამ 2023
2221
ივლ 05 ოთხ 2023
2350
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930