მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა საერთაშორისო საველე სემინარს უმასპინძლა
29 მაი 2015
 

28-29 მაისს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა და აგროკომპანია „ლომთაგორამ“ მარნეულში საერთაშორისო საველე სემინარს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინიტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) და სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) მხარდაჭერით გაიმართა.

ქართველ სპეციალისტებთან ერთად სემინარში 10 ქვეყნის  წარმომადგენელი მონაწილეობდა.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და მისი მოადგილე ზაურ ტაბატაძე იღებდნენ.
სემინარის ფარგლებში გაეცვნენ ხორბლის 100-მდე ჯიშს, რომელთაგან ზოგიერთი ჯიშის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 11 ტონას აჭარბებს. დაათვალიერეს ენდემური, ქართული და აბორიგენული ჯიშები, რომლებიც ხასიათდება ძლიერი იმუნიტეტით, ფერმენტაციის მაღალი და პურ-ცხობის საუკეთესო თვისებებით. საერთაშორისო სემინარი საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების პროგრამის (IWWIP) ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით საშემოდგომო ხორბლის კულტურის განვითარების, ამ კუთხით გლობალური გამოწვევების განხილვასა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ლომთაგორას“ სამეცნიერო ჯგუფისა და ICARDA-ს ერთობლივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერებისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და სამუშაო მეთოდების დანერგვას, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს ჩვენს რეგიონში გავხდეთ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებით.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2691
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2043
სექ 19 სამ 2023
2312
ივლ 05 ოთხ 2023
2460
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031