მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
კულტურა

 

ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
27 თებ 2018
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, შაუმიანში მდებარე ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სახლი აგებულია მე-19 საუკუნეში ვინმე ქალანთაროვის მიერ, რომელიც იმ დროს ამ სოფლის მელიქი იყო და მეფის რუსეთის სამხედრო სამსახურში მოღვაწეობდა. მომდევნო წლებში სახლში ცხოვრობდნენ ქალანთაროვის შთამომავლები (გაბო ქალანთაროვი და მელიქ ფაშაევი). ერთი-ერთი გადმოცემით, 1905 წელს ამ სახლში დაიბადა ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი, შემდგომში გამოჩენილი სომეხი დირიჟორი, რომელიც ჯერ თბილისის ოპერისა და ბალეტის მთავარი დირიჟორი იყო, ხოლო შემდგომში მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი დირიჟორი. ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, 1926 წ. ეს შენობა კომუნისტებმა გაბო ქალანთაროვს ჩამოართვეს და აქ განათავსეს სადაბო საბჭო, რომელიც 1987 წლამდე ფუნქციონირებდა. შემდეგ კი აქ ბიბლიოთეკა და ფაშაევის მუზეუმი განთავსდა. დღეს შენობაში განთავსებულია სოფლის ბიბლიოთეკა, ხოლო ერთ ოთახში განთავსებულია ფაშაევის მუზეუმი, რომელშიც დაცულია მისი მოსკოვის დიდ თეატრში მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: კლავიატურები, აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტები, ხელნაწერები, პირადი ნივთები.
შენობას აქვს ეპოქისთვის შესაბამისი დაბის ურბანიზაციის მახასიათებელი ელემენტები.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით დაიწყო კულტურული ძეგლების, მათ შორის მართლმადიდებლური, გრიგორიანული, მუსლიმანური, რელიგიური ძეგლების ინვენტარიზაცია/კვლევა. ამ დროისათვის თანამედროვე სტანდარტებით აღწერილია 114 ძეგლი, სადიანაც 83 მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსი. ასევე, შესწავლილი იქნა გერმანული დასახლებები , რომლებიც ახკერპისა და თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1393
 
 
 
კულტურა
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930