მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
კულტურა

 

„კულტურის ცენტრთან” არსებული ბენდის „Red Carpet”–ის წარმატება ფესტივალ-კონკურსზე „ნარინჯისფერი ქობულეთი“
03 აგვ 2017
 

მიმდინარე წლის 27–31 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრთან” არსებული ბენდი „Red Carpet” ქობულეთში ხელოვნების მე-14 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ნარინჯისფერი ქობულეთი“ მიიღო მონაწილოება და ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს, გრანპრის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში მოღვაწე წამყვანი ვოკალური,საესტრადო,ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კოლექტივები. ბენდმა „ნარინჯისფერი ქობულეთის“ გარდა, ფესტივალ „შავი ზღვის ვარსკვლავშიც” მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი მრავალი კონკურსის გამარჯვებულია. ბენდი დაკომლექტებულია 6 მუსიკოსისაგან და უკვე წელიწადზე მეტია ანებივრებს მსმენელს გემოვნებიანი მუსიკით. ბენდს ხელმძღვანელობს ამირან ნასყიდაშვილი. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს ,,Red Carpet''-ს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებას!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5364
 
 
 
კულტურა
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031