მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
კულტურა

 

დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
07 იან 2017
 

დღეს, ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობის შემდეგ, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“, ხალხური სიმღერების ანსამბლმა „იბერიამ“ და მომღერალთა გუნდმა „ჰუჯაბმა “. ღონისძიებას ესწრებოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ალილოს მონაწილეები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა მეუფე გიორგიმ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. მათ შეკრებილ საზოგადოებას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს, ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5828
 
 
 
კულტურა
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031