მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა
08 სექ 2023
 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანიის განხილვას დაეთმო. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საკითხებზე.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საპროექტო სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულობის კამპანიას პროექტის „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში, ევროპის საბჭოდან მოპოვებული გრანტით ახორციელებს.

კამპანიის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1071
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
731
სექ 19 სამ 2023
1001
ივლ 05 ოთხ 2023
1353
 
 
სიახლეები
2023 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031