მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
27 ივლ 2023
 

მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე დამოუკიდებელ კონსულტანტს ადამიანის უფლებებისა და განვითარების სფეროში, ბრიტა შვეაიგოფერს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ განხორციელებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგების, პროგრესისა და არსებული გამოწვევების  შეფასება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან. ჩართულია სხვადასხვა პროექტში. ასევე, წელს მუნიციპალიტეტი საგრანტო კომპონენტის გამარჯვებული გახდა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია’’ გაიმართება.

სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1951
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1380
სექ 19 სამ 2023
1624
ივლ 05 ოთხ 2023
1830
 
 
სიახლეები
2024 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829