2022 წლის 26 ივნისს ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
უბედური შემთხვევისთანავე, ადგილზე, დაუყოვნებლივ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება; შექმნილია საქმის შემსწავლელი კომისია და გაგზავნილია მიმართვა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, რათა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დროულად დაიდოს დასკვნა.
სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრაგედიამდე არ ყოფილა შემოსული წერილობითი განცხადება, შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით.
საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში, რასაც ფინანსურად უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
სასტუმროში გადაყვანილი დაზარალებული ოჯახები ადგილზე მოინახულეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა: პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ დ ა თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მათი საჭიროებები და აღუთქვეს შესაბამისი დახმარება.
სიახლეები
27 ივნ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3263
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
429
აპრ 22 ოთხ 2020
15597
აპრ 22 შბ 2017
28822
იან 09 ორშ 2017
28379
აგვ 30 სამ 2016
30385
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27590
აგვ 30 სამ 2016
25730