მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი „სტიქიის და ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი“-ის წევრებმა, 13 თებერვალს მომხადრი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს.
ჯგუფის ხელმძღვანელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - როინ დეკანოიძე, დაზარალებულებს ადგილზე შეხვდა და მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს პირადად გაეცნო. პირველ ეტაპზე აღირიცხა დაზიანებული შენობები და მიმდინარეობს მიყენებული ზიანის შეფასება, რაზეც კომისია პარალელურ რეჟიმში იმსჯელებს.
მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული დროის მონაცემებით აღრიცხულია სტიქიის შედეგად დაზიანებული 11 სოფლის, 34 შენობა-ნაგებობა. კომისია აგრძელებს მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზიანს კომისია განიხილავ
15 თებ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2699
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
428
აპრ 22 ოთხ 2020
15596
აპრ 22 შბ 2017
28821
იან 09 ორშ 2017
28378
აგვ 30 სამ 2016
30385
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28088
აგვ 26 პარ 2016
27589
აგვ 30 სამ 2016
25730