ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ (DGG) პროექტის ფარგლებში განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივები მოინახულეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ორგანიზაციების საგრანტო პროექტების ფარგლებში სულ 9 ინიციატივა განხორციელდა.
ხელმძღვანელი პირები, საქართველოში UNDP-ის წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდთან ერთად სტუმრობდნენ ახალგაზრდულ ინიციატივებს: დიოკნისის საჯარო სკოლის სათბური, მობილური კინოთეატრი, სოფელ აღმამედლოს ბიბლიოთეკა, მოსიარულე მუზეუმი და მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში - განათლების ბაღი, ღია სივრცე არაფორმალური განათლებისათვის.
ახალგაზრდული ინიციატივები მოინახულეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქვემო ქართლში კახა კობერიძემ, მარნეულის მერმა ქენან ომაროვმა და UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
პროგრამა (UNDP) აქტიურად უჭერს მხარს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას.
სიახლეები
ახალგაზრდული ინიციატივები მარნეულში
22 ნოემ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3858
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15601
აპრ 22 შბ 2017
28824
იან 09 ორშ 2017
28381
აგვ 30 სამ 2016
30389
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25732