დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე საზეიმოდ გაიხსნა.
მცირე ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრი, ამერიკული კუთხე, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - კელი დეგნანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალურად გახსნა.
საზეიმო ცერემონიამდე ელჩს მერიაში ოფიციალური შეხვედრა ქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე. მხარეებმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ამერიკული კუთხის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოგახსენებთ, რომ ამერიკული კუთხის მიზანია - ხელი შეუწყოს თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის.
კუთხე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისის მიღებას.
ღონისძიების დასასრულს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ელჩმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბიბლიოთეკის მიმდებარედ სკვერში სიმბოლურად ნერგები დარგო.
სიახლეები
მარნეულში ამერიკული კუთხე საზეიმოდ გაიხსნა
22 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4501
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15601
აპრ 22 შბ 2017
28823
იან 09 ორშ 2017
28380
აგვ 30 სამ 2016
30389
აგვ 27 შბ 2016
29673
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27591
აგვ 30 სამ 2016
25732