ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა.
სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვიც ესწრებოდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, UNDP-ის ეგიდით, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს ციფრული ტექნიკა - კომპიუტერები, პორტატიული სკანერები და მრავალფუნქციური პრინტერები გადაეცა, რაც ელექტრონული მუნიციპალური სერვისების მიწოდებასა და შორეულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მომსახურებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს.
სიახლეები
UNDP-მა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს ციფრული ტექნიკა გადასცა
22 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1143
სიახლეები

















