მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ვაქცინაციის მარათონი მარნეულში
20 ოქტ 2021
 

მარნეულში 20 ოქტომბრიდან ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. სოფელ წერეთელსა და თამარისში გაიხსნა 2 ამცრელი პუნქტი, რომელიც ადგილობრივებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოემსახურება.

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს წინასწარი ჩაწერის გარეშე, გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და ,,ფაიზერით“ მიმდინარეობს.

ვაქცინაციის მარათონში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და მარნეულის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ჩაერთვნენ, რომლებმაც სოფელ წერეთლისა და სოფელ თამარისის ამბულატორიებში ვაქცინა გაიკეთეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 469
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031