მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
21 ივლ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე - ზვიად ჭუნაშვილთან ერთად გაეცნო.

დასკვნით ეტაპზეა, შიდა გზების მოწყობითი სამუშაოები მარნეულში, ახლადაშენებული სოფლის ტიპის დასახლებაში, რომელიც იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის აშენდა. 2 189 მეტრი სიგრძის გზის მშენებლობის ღირებულება 758 636 ლარს შეადგენს.
პროექტი  ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

აქტიურად მიმდინარეობს ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეგრედწოდებულ დოლისყანის დასახლებაში, მისასვლელი 1 306 გრ/მ. გზის მოწყობითი სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 279 282 ლარია.

აღსანიშნავია, სოფელ ხოჯორნში მიმდინარე 5 კილომეტრიანი, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის მილის შეცვლა, რომლის ღირებულებაც ჯამში 237 095 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 855 ლარით არის დაფინასებული, ხოლო რეგ. ფონდიდან 225 240 ლარით.
აღნიშნული მაგისტრალის რეაბილიტაციის შემდეგ, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფელ ხოჯორნის 920 მოსახლე.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ყიზილაჯლოსა და მარნეულის #1 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 575
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930