საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა ტურნირი ტარდება.
მოყვარულთა ლიგის პირველ ეტაპზე შერჩევითი მატჩები მუნიციპალურ დონეზე იმართება. მარნეულის მუნიციპალიტეტში ტურნირში 4 გუნდი იღებს მონაწილეობას: ალგეთი; ყიზილაჯლო; თამარისი და წერეთელი.
ექვს ივლისს, სოფელ წერეთლში ფინალში თამარისისა და წერეთლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ფინალი წერეთლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ასპარეზობას რეგიონულ დონეზე ქვემო ქართლის მასშტაბით გააგრძელებს.
ფინალურ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალოების შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდს საზეიმოდ, თასი გადასცეს.
სიახლეები
მარნეულში ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის შესარჩევი ტურის ფინალური მატჩი გაიმართა
07 ივლ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1931
სიახლეები

















