მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ალგეთში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ახლად აშენებული ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამ ეტაპისთვის დასრულებულია ორივე სართულის მშენებლობა და რემონტი. პროექტის ფარგლებში მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, სამზარეულო, შენობა აღიჭურვა ცენტრალური და ელექტრო გაყვანილობის სისტემით, სველი წერიტილებით. შენობაში ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რაც მისი გამართული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.
აღსანიშნავია, რომ შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მოეწყო პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები.
რაც შეეხება საბავშო ბაღის გარე პერიმეტრს, მოგახსენებთ, რომ შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო გაზონი და მისასვლელი ბილიკები კერამიკული ფილებით, ეზოში დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის მოეწყო კაუჩუკის საფარი, ასევე ბაღის ეზოში დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.
ალგეთის საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 631 000 ლარია. რგპ ფონდიდან გამოიყო 599 450 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიჯეტიდან კი 31 550 ლარი.
მშენებლობაზე დასაქმდა 20 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისწავდომი გახდება.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ალგეთის საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულდა
11 სექ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5773
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
658
აპრ 22 ოთხ 2020
15792
აპრ 22 შბ 2017
29035
იან 09 ორშ 2017
28582
აგვ 30 სამ 2016
30600
აგვ 27 შბ 2016
29858
სექ 02 პარ 2016
28296
აგვ 26 პარ 2016
27801
აგვ 30 სამ 2016
25903
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |