ქალაქ მარნეულში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე დიზაინის სკვერი მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მშენებლები და პროექტანტები.
აღსანიშნავია, რომ პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა განვითარდება მონუმენტური ძეგლის ოთხივე მიმართულებით. ძირითადად მოეწყობა სამი ზონა ესენია: საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებითა, თავისი გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია სპორტული ტრენაჟორებით.
ძეგლის უკანა მხარეს დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, შემეცნებით-სადღესასწაულო ზონა, სადაც მოეწყობა ღია ამფითეატრი და შესაძლებლობა იქნება გაიმართოს შემეცნებითი ტიპის სემინარები და სადღესასწაულო წარმოდგენები, ხოლო ტერიტორიაზე მდებარე ფერდობებზე განთავსდება საფეხმავლო ბილიკები.
აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 659 314 ლარი, ხოლო მეორე ეტაპისთვის 472 365 ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტები
21 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4885
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15579
აპრ 22 შბ 2017
28794
იან 09 ორშ 2017
28361
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29665
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27574
აგვ 30 სამ 2016
25719