საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
2025 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული ახალგაზრდული იდეების კონკურსი
ახალგაზრდული იდეები - დაფინანსება არაუმეტეს 10 000 ლარი;
პროექტის წარმომდგენი სუბიექტები არიან:
* მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები),რომელსაც არ აქვს მოპოვებული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონორის’’ მიერ;
* ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მიზნის შესაბამის პროექტს;
* მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი.
ახალგაზრდული იდეების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას:
ა) მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება;
ბ) ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
დ) გარემოს დაცვა;
ე) სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა.
პროექტის ფორმატი: განაცხადის წარმოდგენა აუცილებელია ქართულ ენაზე;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 22 სექტემბერი
სრულყოფილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა №1 აპლიკანტის განცხადება; ფორმა №2 საპროექტო განაცხადი, ფორმა №3 პროექტის ბიუჯეტი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; სხვა დამატებითი დოკუმენტაცია შესაბამისი საჭიროებით) უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე -
municipaliteti@marneuli.gov.ge ან დედანი დოკუმენტაციის რეგისტრაცია მარნეულის მერიაში; აუცილებელია დოკუმენტაცია იყოს ხელმოწერილი ან/და არსებობის შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებული.
შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ინდივიდიალური თანამშრომლობა (გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა; პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი ფორმის შევსება);
კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია: თათია ანდიაშვილი (ტელ: 551 34 34 54)
საპროექტო განაცხადს კომისია განიხილავს, განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში;
იმ შემთხვევაში თუ არსებობს დასაბუთებული გარემოება, ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვისა.
გისურვებთ წარმატებებს!