საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 10 თებერვლიდან დაიწყება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.(პროექტების ჩამონათვალი)

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგიწოდებთ, მიიღოთ  მონაწილეობა დაგეგმილ შეხვედრებში
(საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მიხედვით - გრაფიკი)

თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე municipaliteti@marneuli.gov.ge შევსებული (ფორმის) სახით.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 232 000 ლარი.

 

ბრძანება მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე 

 

ბრძანება მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახელების საერთო კრებების და ამომრჩეველთა კონსულტაციების ინიცირების შესახებ