საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ ხოჯორნში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში, დასრულდა წყალმიმღების მოწყობისა და წყალსადენი მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტი.
მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მოეწყო ჰორიზონტალური წყალმიმღები (დრენაჟი) და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთებს. პროექტის საერთო ღირებულებამ 78 500 ლარი შეადგინა.
ასევე, სოფელ ხოჯორნში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა 75 639 ლარს შეადგენს.