საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიმერლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ბაღის შენობის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ საიმერლოს 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება ექნება.
საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.