საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

მარნეულში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა

05 დეკ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების იდეა, ამავე სოფლის მაცხოვრებელს, არამ აკოფიანს ეკუთვნის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი 2018“- ში და მისი იდეა, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სოფელ მარეთშიც, რომლის ფარგლებშიც მოასფალტდა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ეზოები.

ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რისთვისაც გათვალისწინებული იქნა  - 327 870 ლარი.

სხვა სიახლეები