საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

საიმერლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

10 აგვ, 2018

სოფელ საიმერლოში, 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება მოიცავს როგორც საბავშვო ჯგუფებისთვის განკუთვნილ ფართს, ისე სპორტულ და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ დარბაზებს.

საბავშვო ბაღის მიმდებარედ ასევე მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები