საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

საიმერლოში, საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობს

26 ივლ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ საიმერლოს 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება ექნება. საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები