საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

მარადისში დასასვენებელი სკვერი ეწყობა

17 ნოე, 2017

მარადისში დასასვენებელი სკვერი ეწყობა სოფელ მარადისში დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“- ის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 417 ლარით. აღსანიშნავია, რომ მარადისლებისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, რომელიც მთელს პერიმეტრზე შემოსაზღვრული იქნება მავთულბადის ღობით, სადაც მოეწყობა დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ბილიკი, გარე განათების ბოძები, მოსასვენებელი სკამები და ფანჩატური. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოზარდებისთვის ფრენბურთის მოედანი, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათამშო კუთხე მოეწყობა, სადაც განთავსებული იქნება საქანელა, აიწონა-დაიწონა.

სხვა სიახლეები