საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ II ქესალოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ II ქესალოში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიგება 1 855 მეტრი სიგრძის გზა.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულება 252 541 ლარია.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 136 372 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 116 168 ლარი.
დასაქმდა 30 ადამიანი.