საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ კაპანახჩში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ კაპანახჩში, 2 093 მეტრი სიგრძის, შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 290 209 ლარია.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 156 713 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 133 496 ლარი.
სამუშაოები დასრულდება 2017 წლის ნოებრის ბოლოს.
პროექტში დასაქმდა 30 ადამიანი.