საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ დამიაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ დამიაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის მილგაყვანილობის მოწყობა და მრიცხველების დამონტაჟება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ დამიას ყველა მოსახლე, 102 კომლი, უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყალის მიწოდებით.
სასმელი წყლის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტითა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით ხორცილედება, რომლის ღირებულებაც 107 000 ლარია.