საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები თამარისში

26 იან, 2017

გასულ წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
2016 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ თამარისში 9 აპრილის სკვერი  რეაბილიტირდა, ასევე შეძენილი იქნა სარიტუალო ინვენტარი,  შეიღობა საძოვარი სავარგულები,  რომელთა ღირებულება – 12 148,  998 და 12 148 ლარს შეადგენდა.
სავარგულების შემოიღობა სვანების დასახლების ტერიტორიაზეც,  სადაც პროექტის ღირებულება 9 138 ლარს შეადგენდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სოფელ ალავარში შეძენილი იქნა სასმელი წყლის მრიცხველები, რომლის საერთო ღირებულება  7 029 ლარი  იყო.
სოფელ დიოკნისში მოეწყო ქუჩების გარე განათების სისტემა, ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ ჯამში 10100 ლარი შეადგინა;
გარდა ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით სოფელ დიოკნისში სკოლასთან მისასვლელი 380 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135,000 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოებზე 20 ადგილობრივი დასაქმდა.

სხვა სიახლეები