საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტები

მარნეულში საბავშო ატრაქციონები მოეწყო

06 იან, 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, საბავშო ატრაქციონები მოეწყო (№1, №2, №3, №4, სოფელ ყიზილაჯლოს, თამარისის, წერეთლის, შულავერის საიმერლოს, ხიხანის, შაუმიანის ახალი დასახლების, დამიას) საბავშო ბაღის ეზოებსა და პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სამხედრო ქალაქის დასახლებაში. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთო ჯამში დამონტაჟდა 10 დიდი და 5 პატარა სასრიალო, 22 ცხენი და ამდენივე რაოდენობის აიწონა–დაიწონა. ატრაქციონებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 600 ლარი დაიხარჯა.

სხვა სიახლეები