საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანონსი
23 აპრილს მსოფლიო ოცადამეერთედ აღნიშნავს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
23 აპრილს მსოფლიო ოცადამეერთედ აღნიშნავს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.
გამონაკლისი არც მარნეულის მუნიციპალიტეტია, აღნიშნულთან დაკავშირებით 23 აპრილს, შაბათს 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომლების მიერ მოეწყობა მცირე პრეზენტაცია და ახალგაზრდების მიერ მომზადდება საინფორმაციო პოსტერი, რომლის შემდგომაც ღონისძიების მონაწილეები კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერში გადაინაცვლებენ, სადაც მოეწყობა წიგნის საჯაროდ კითხვა, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მათი საყვარელი წიგნებიდან საჯაროდ წაიკითხონ ნაწყვეტები.
ღონისძიება გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის დემოკრატიული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, რომლის მიზანია წიგნის პოპულარიზაცია, წიგნის მნიშვნელობის წარმოჩენა, განათლებული თაობის აღზრდის ხელშეწყობა და საზოგადოების მოწოდება, რომ უფრო მეტად იკითხონ და შეიყვარონ წიგნი.
ღონისძიებაზე დამსწრე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობის ფარგლებში, შეუძლია მოიტანოს თითო წიგნი, რომელიც შეგროვდება შაუმიანის დევნილთა დასახლების "სათემო განათლების ცენტრისთვის", რათა შაუმიანში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ გაამდიდრონ მათი ბიბლიოთეკა და იკითხონ მეტი წიგნი.
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის თარიღი სიმბოლურია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რადგან 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა უილიამ შექსპირი, ხოლო 1916 წლის ამავე დღეს კი - ორი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა. 1995 წელს პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გენერალურ კონფერენციაზე 23 აპრილი გამოცხადდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (World Book and Copyright Day), რომლის აღნიშვნაც 1996 წლიდან დაიწყო.
იუნესკო ამ დღეს მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას გაუღვივონ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემები და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!