საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მედია ანონსი
23 აგვისტოს, სამშაბათს, 14:00 საათზე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ერთიანი კავკასიის“ – „ONE CAUCASUS” შესახებ, რომელიც იმართება 25–28 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში.

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ფესტივალის კოორდინატორი აბდულა მეხტიევი და ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი.
ღონისძიებას ასევე დაესწრება ფესტივალის მუსიკალური პროდუსერი Pako Sarr (სენეგალი–დან ), მუსიკალური ბენდი Huntertones (აშშ–დან), ჯგუფი Reggeaon (საქართველო–დან)
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან იმართება და ახორციელებს გრძელვადიან მრავალფეროვან პროგრამას სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ წერაქვში. ფესტივალის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
პროექტის პარტნიორები არიან: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.