საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანონსი – ალილო 2017
ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართება.
ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართება. ალილოს მსვლელობა 7 იანვარს, 12:00 საათზე მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და კულტურის სახლის წინ დასრულდება. ალილოს მონაწილეები საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ფეხით მოივლიან, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი გამოჰყვება, რომელზეც შეგროვდება შესაწირი ნობათი და შემდგომ ქველმოქმედებას მოხმარდება. ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ, კულტურის სახლში გაიმართება, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი.