საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართება
დღეს, ქალაქ მარნეულის სპორტულ კომპლექსს „ათა ჰოლდინგში“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, გაიმართება 2016 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას, დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.