საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდება 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება გაიხსნება – 12:00 საათზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები.
საჯარო სკოლის მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. ღონისძიების მონაწილეები, ლექსებით და სიმღერებით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მოსწავლელთა მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენაც.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ თეთრ მტრედებს გაუშვებენ.