საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანონსი

ანონსი

07 აპრ, 2016

მიმდინარე წლის 8 აპრილს, ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI -ის ინიციატივით ქალაქ მარნეულში იგეგმება ახალგაზრდული კამპანიის ფარგლებში სემინარის ჩატარება თემაზე „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.

სემინარი დაიწყება 14:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 14-29 წლის ადგილობრივი ახალგაზრდები.სემინარზე საუბარი იქნება გაეროს მიერ, 2015 წელს შემუშავებულ 17 მიზანზე, რომლის განხორციელების ვალდებულებაც აიღო გაეროს 193-მა ქვეყანამ 2030 წლამდე. ასევე, დამსწრეები მოისმენენ ინფორმაციას უახლოეს მომავალში დაგეგმილი ორი კონკურსის შესახებ:1. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე ფოტო, ვიდეო და ესეების კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას;2. საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას.ღონისძიებას დაესწრება და მოხსენებით გამოვა ამჟამინდელი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში.

სხვა ანონსი