საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანონსი – საინფორმაციოს შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესში
25 მაისს, 13:00 საათიდან ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი მარნეულში გააჩერებს. ავტობუსის მგზავრები არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საინფორმაციო ტურის ფარგლებში სწორედ ამ დღისთვის მარნეულს ესტუმრებიან.
25 მაისს, 13:00 საათიდან ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი მარნეულში გააჩერებს. ავტობუსის მგზავრები არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საინფორმაციო ტურის ფარგლებში სწორედ ამ დღისთვის მარნეულს ესტუმრებიან.
ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართება თავდაპირველად ავტობუსი გაჩერდება მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერში (რუსთაველის ქუჩა 51ა -ს მიმდებარე ტერიტორია - 13:00-14:30), რომლის შემდგომაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს (15:00 - 18:00 ).ისინი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულებს, მეწარმეებს, ფერმერებს, დაინტერესებულ მოქალაქეებსა და გამვლელებს თავიანთი ბიზნესისა თუ ბიზნეს იდეების განვითარების, სამეწარმეო საქმიანობის პოტენციალისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ასევე, დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ირის ჯგუფის წარმომადგენლები თოთოეულ დაინტერესებულთან გამართავენ საკონსულტაციო შეხვდრას ასოცირების შეთანხმებასა და მასთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოს მოქალაქეებსა და თითოეულ მეწარმეს სთავაზობს.
მოსახლეობას საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას წარმომადგენლებს, გაეცნოს საინფორმაციო მასალას და ინტერაქტიულ და წამახალისებელ აქტივობებში მიიღოს მონაწილეობა.
თუ დაინტერესებული ხართ, მეწარმეობით და გსურთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი შეგიძლიათ მობრძანდეთ ზემოაღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრაზე და გაეცანით კონკრეტულად, რა შესაძლებლობებს გვთავაზობთ ევროკავშირთან თანამშრომლობა.
საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.