საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გეპატიჟებათ 12 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღვინის ფესტივალზე - „ღვინობისთვე 2018“ , რომელიც გაიმართება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ქართული ღვინის ფესტივალი მარნეულში - „ღვინობისთვე 2018“
▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁
ღონისძიების დასაწყისი - 13:00 სთ.
დასასრული -16:00 სთ.
ლოკაცია - მარნეულის მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
დასწრება: თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა ! ! !
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება ღვინის ფესტივალი სახელწოდებით - „ღვინობისთვე 2018“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლისა და ყველის გამოფენა- გაყიდვა.
ქართული ღვინის ფესტივალი მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით:
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა.
საზეიმოდ მოხდება საწნახელში ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კონკურსი მეღვინეებს შორის, სადაც პროდუქციას შეაფასებენ მოწვეული სომელიეები და გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი.
ასევე მოეწყობა თიხის დამუშავების მასტერკლასებიც.