საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანონსი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

20 დეკ, 2018

„თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი - ძიუდოში“

„თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი - ძიუდოში“


22 დეკემბერი, 10:00 – 19:00 საათი :   თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი 2001-2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟებს შორის

ლოკაცია: ქ. მარნეული, ათა-ჰოლდინგის სპორტული ცენტრი


მონაწილეთა  შესახებ:   ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში შემავალი და უცხოეთიდან მოწვეული კლუბები.


ღონისძიების ორგანიზატორები:   შეჯიბრის ჩატარებას უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად.


 მიზანი:

•ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;

•ძიუდოს მასობრიობა და პოპულარიზაცია;

•ძიუდოს კლუბური სისტემის განვითარება საქართველოში;

•კლუბებსა და სპორტსმენებს შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გაღრმავება.

•თენგიზ ნავერიანის სახელის უკვდავყოფა;


საპრიზო თანხა: თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო თანხად განსაზღვრულია 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.

საორგანიზაციო კომიტეტი:  ტელეფონი / ფაქსი:  +995 2 51 64 66;

ელექტრონული მისამართი:  marneulis.sportskola@gmail.com  ; 

საკონტაქტო პირი : მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი  იაგო ნავერიანი  -  551 44 55 22;


 დასწრება თავისუფალია!

სხვა ანონსი