საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანონსი
მიმდინარე წლის 2 თებერვალს, 11:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის 2 თებერვალს, 11:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი შეეხება აუტიზმის გავრცელებას, დიაგნოსტიკასა და მისი დაძლევის შესაძლებლობას, როგორც სკოლამდელი ისე სკოლის ასაკის ბავშვებში.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტი, ფონდი „ჩვენ განსხვავებულები ვართ“, შპს „მირაკულუმ“, წმ. ნინოს სამედიცინო ფონდი და ფონდი „მაკ ჯეორჯია“.