საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება გაიმართება
მარნეულში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება გაიმართება.
მარნეულში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება გაიმართება.
ფილმის ჩვენება მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 15:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მოეწყობა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
▶ მოგახსენებთ, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, თბილისისის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.
ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს ცდუნებას. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისსა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.
ფილმში ცოცხლდებიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, ალექსანდრე სულხანიშვილი და სხვები.
ექვთიმე თაყაიშვილის როლს ფილმში, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.