საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება
ხვალ 4 ივნისს მარნეულს მოადგება Adjaranet-ისა და Cinemania-ს „კინობასი“ - პატარა ავტობუსი, რომელიც სოფელ წერეთელში ერთი დღით კინოთეატრს მოგვიწყობს.
ხვალ 4 ივნისს მარნეულს მოადგება Adjaranet-ისა და Cinemania-ს „კინობასი“ - პატარა ავტობუსი, რომელიც სოფელ წერეთელში ერთი დღით კინოთეატრს მოგვიწყობს.
20:30 სთ, ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „ჯუმანჯი“.
(აღწერა: ამჯერად ჯუმანჯის სახიფათო სამყაროში ოთხი მოზარდი აღმოჩნდება. მათ ელით ბრძოლა მარტორქებთან და შავ მაბებთან. ყველა ნაბიჯზე უამრავი ხაფანგი და გამოცანაა.)
ფილმის ჩვენებასთან ერთად ვნახავთ სპეციალურად მომზადებულ ვიდეოებს, იქნება გასართობი აქტივობები და საჩუქრები.
გელით!
ლოკაცია - სოფელ წერეთლის სტადიონი (თამარ მეფის ქუჩა).
Adjaranet - საქართველოს უმსხვილესი კინო-პორტალი, სადაც 500 ათასამდე ადამიანი ადევნებს თვალს 25 ათასზე მეტ ფილმსა და სერიალს.
Cinemania - კინო-სიახლეების გამშუქებელი მთავარი მედია.
ფინკა ბანკი გაათამაშებს სიმბოლურ პრიზებს.