საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს მუნიციპალიტეტები, ერთობლივად იწყებენ „მოყვარულთა ლიგა“ 2024 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში.
„მოყვარულთა ლიგა“ 2024

„მოყვარულთა ლიგა“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან. გუნდმა განაცხადში უნდა შეიყვანოს არანაკლებ 16 და არაუმეტეს 30 ფეხბურთელი; მათ შორის ორი მეკარე. გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც დაუშვებელია ამავდროულად იყოს გუნდის მწვრთნელი ან ფეხბურთელი.
მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა მეილზე: marneulikultura@gmail.com ან გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
საკონტაქტო პირი: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი - დავით ნაზღაიძე.
ტელ: 595-96-14-23; 595-96-87-77
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 მაისი!
გისურვებთ წარმატებას!