საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
განცხადება
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ენერჯი სოლუშენს 2“-ის სოფ. იაღლუჯას მიმდებარედ 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელ. სადგურისა და 110 კლვტ-იანი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ენერჯი სოლუშენს 2“-ის სოფ. იაღლუჯას მიმდებარედ 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელ. სადგურისა და 110 კლვტ-იანი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება : 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელ. სადგურისა და 110 კლვტ-იანი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა და ექსპლუატაციადაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ენერჯი სოლუშენს 2“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი : სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 30 ნოემბერი, 14:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისშენობა (მის: რუსთაველის ქ. N73)
სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა დაგანათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ,დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/bf162a69-fc9d-45b7-bfae-21189023b3ca