საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

განცხადება

20 აგვ, 2023

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ წარდგენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში 220/110 კვ „მარნეული“-ს ქვესადგურის გაფართოების (500 კვ ფართით) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიში.

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ წარდგენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში 220/110 კვ „მარნეული“-ს ქვესადგურის გაფართოების (500 კვ ფართით) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიში.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

სხვა განცხადება