საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

კალიების საწინააღმდეგო წამლობა მარნეულში

02 ივნ, 2023

სურსათის ეროვნული სააგენტო ორშაბათიდან, 5 ივნისიდან იწყებს კალიების საწინააღმდეგო წამლობას მარნეულის მუნიციპალიტეტში. თავდაპირველად, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით დამუშავდება სოფლები - შაუმიანი და დიდმუღანლო (60 ჰა). ასევე ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებელი განვითარების ადრეულ ფაზაში გამოვლინდა.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ,   წამლობის მიმდინარეობისას ცხოველები მოარიდონ შეწამლულ ტერიტორიას და დაიცვან ლოდინის პერიოდი.  წამლობის დაწყებამდე თვითმმართველობის წარმომადგენლები გააფრთხილებენ ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებულია საშიში მავნებელი – იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.

მავნებლის რაოდენობისა და მისგან გამოწვეული ზარალის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო ყოველწლიურად  სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ შესაბამისად ახორციელებს.

სხვა განცხადება