საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება

განცხადება

16 იან, 2023

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, თემაზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება უკრაინელი ბავშვების ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად.

საქართველოს მთავრობა ეხმიანება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის შეფასებას უკრაინელი ბავშვების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების პრობლემებთან დაკავშირებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 470 ლარის ოდენობით უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

ფინანსური დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე უნდა მიმართონ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრს და შეავსონ დადგენილი ფორმის განაცხადი.

სხვა განცხადება